Ambassadori Kachreti

Find your Freedom

28 May, 2024
პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ტურნირის AMBASSADORI KACHRETI CHALLENGER-ის ფინალი 25 მაისს, ამბასადორი კაჭრეთში გაიმართა.
ერთეულთა თანრიგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში და ფრანგი რობინ ბერტრანი რომელთა შორისაც დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიპოვა გამარჯვება.
 
წყვილთა თანრიგის ფინალი ბრიტანელი ჩოგბურთელების ჩარლზ ბრუმისა და ბენ ჯონსის გამარჯვებით დასრულდა.
ATP Challenger ჩვენს რეგიონში პირველად ჩატარდა და იგი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორეა მსოფლიოში, ATP-ს ტურნირების შემდეგ.
ორი კვირის განმავლობაში მსოფლიო დონის ამ მასშტაბურ შეჯიბრებაზე დასწრება ამბასადორი კაჭრეთში ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი.
 
ტურნირში მონაწილეობას იღებდა 25 ქვეყნის 56 ჩოგბურთელი. აღსანიშნავია, რომ მათი დამარცხება ქართველმა ჩოგბურთელმა შეძლო და ფინალშიც იასპარეზა.
მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ ამ პრესტიჟულ ტურნირს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და მსოფლიო საჩოგბურთო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციაში.
ტურნირი ჩატარდა Georgian Tennis Federation საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია-ისა და ATP Challenger Tour-ის ეგიდით.