Ambassadori Kachreti

Find your Freedom

24 May, 2024
უპრეცენდენტო ამბავი ჩოგბურთის მოყვარულთათვის.
ვამაყობთ, რომ პირველად საქართველოში სწორედ ამბასადორი კაჭრეთში ტარდება ATP Challenger Tour-ის პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა ტურნირი AMBASSADORI KACHRETI CHALLENGER.
 
ტურნირი ჩატარდება 20-26 მაისს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ATP Challenger Tour-ის ეგიდით.
ATP Challenger-ის ტური პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორეა მსოფლიოში ATP-ს ტურნირების შემდეგ. მასში მონაწილეობას იღებენ უკვე შემდგარი პროფესიონალი ჩოგბურთელები, რომლებიც ჩელენჯერის ტურის შემდეგ თამაშს ATP-ს ტურნირებზე აგრძელებენ.
ATP Challenger-ის ტურნირის საქართველოში ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული ჩოგბურთის განვითარებისთვის და მოხარულები ვართ, რომ ჩვენც წვლილს შევიტანთ ამაში.
ტურნირი გაიმართება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში.
 
გვეწვიეთ, უყურეთ არაჩვეულებრივ საჩოგბურთო სანახაობას, რომლის მსგავსიც აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა.