Ambassadori Kachreti

Find your Freedom

21 May, 2024
მსოფლიო დონის ჩოგბურთი ამბასადორი კაჭრეთში - ITF World Tennis Tour M25 - Ambassadori Tennis Open 2024
 
13-19 მაისს Georgian Tennis Federation საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია-ისა და International Tennis Federation / ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა ITF MEN'S WORLD TENNIS TOUR - პროფესიონალ კაც ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი.
 
ტურნირი გაიმართა როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში და მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერმა სპორტსმენებმა მთელი მსოფლიოდან.
ერთეულთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ იშაი ოლიელი (ATP Singles Ranking 393, ITF Singles Ranking – 14) და ევგენი ტიურნევი (ATP Singles Ranking 493, ITF Singles Ranking – 25). ტიურნევმა იშაი ოლიელი 3 სეტში 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და Ambassadori Tennis Open-ის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
 
წყვილებში კი Ambassadori Tennis Open-ის გამარჯვებულები ჩარლზ ბრუმი (ATP Doubles Ranking – 208) და ჰამიშ სტიუარტი (ATP Doubles Ranking – 438) გახდნენ დიდი ბრიტანეთიდან. მათ 18 მაისს, ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხეს დენის ისტომინისა და ევგენი კარლოვსკის წყვილი.
 
მოხარულები ვართ, რომ წელს, უკვე მეორედ ვუმასპინძლეთ ამ პრესტიჟულ ტურნირს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და მსოფლიო საჩოგბურთო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.
⠀ 
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი შარშანდელი Ambassadori Tennis Open-ი ITF World Tennis Tour W25-ის ფარგლებში გაიმართა და მისი გამარჯვებული, ჩვენი თანამემამულე, ეკო გორგოძე გახდა.