Ambassadori Kachreti

Find your Freedom

20 June, 2023
17 ივნისს მენესის საცხენოსნო კლუბში ჩატარდა ტურნირი - "ზაფხულის თასი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს "ამბასადორი კაჭრეთის" საცხენოსნო კლუბის მხედრებმა - გიორგი ჩხარტიშვილმა და ნიკა ხაბაძემ.
 
ახალაზრდა ცხენების ტურში:
  •  I ადგილი მოიპოვა ჩვენმა მხედარმა - გიორგი ჩხარტიშვილმა, ცხენით - როისი;
  • II ადგილი დაიკავა მენესის წარმომადგენელმა - გაგა თოხაძემ , ცხენით - სანდეი;
  • III ადგილზე კი გავიდა მენესის წარმომადგენელი - გეგი მეტონიძე, ცხენით - კასალუნი.
 
ძირითადი ცხენების ტურის შედეგები კი, შემდეგნაირად გადანაწილდა:
  • I ადგილი - გეგი მეტონიძე (მენისი), ცხენი - კვინტესი;
  • II ადგილი - გაგა თოხაძე (მენისი), ცხენი - კენდრა;
  • III ადგილი - გიორგი ცხარტიშვილი (ამბასადორი), ცხენი - ზორო.
 
ტურნირში სულ 25 ცხენი მონაწილეობდა, სხვადასხვა კლუბებიდან: ამბასადორი კაჭრეთის საცხენოსნო კლუბი, თბილისის ლისი ტბის საცხენოსნო კლუბი, მენესის საცხენოსნო კლუბი, მუხრანის საცხენოსნო კლუბი.