Ambassadori Kachreti

Find your Freedom

01 February, 2023

30 იანვარს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია - "საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 2022".

სპორტსმენებთან ერთად, ჯილდო ასევე გადაეცათ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოში სპორტის სფეროს განვითარებაში.
 
ამბასადორი კაჭრეთმა გაიმარჯვა ნომინაციაში „სასტუმრო საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით“.
ჩვენი სივრცე აერთიანებს ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს, ბოულინგს, ოლიმპიურ აუზს, სასროლეთს, მინი გოლფისა და პროფესიონალური გოლფის მოედნებს, საცხენოსნო კლუბს. 2022 წლის მანძილზე ვუმასპინძლეთ არაერთ ტურნირს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
 

მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ჯილდოსთვის.